Sunday, April 30, 2017

ინტელის მე-4 დღე

დღეს ვიმუშავე მიმართულების მიმცემი  საკვანძო კითხვების დასრულებაზე.
გავეცანი სწავლებისა და შეფასების სტრატეგიებს.ვიმუშავე ვ-მ-ვ-ზე.

ჩემი ძლიერი მხარე არის ის, რომ საკითხები კარგად გავიგე, ნაყოფიერად ვიმუშავე.

მე ვაკეთებ პროექტს "ჯანსაღი კვება".



მოკლედ აღწერეთ
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ჯანსაღი საკვები პროდუქტის შესახებ, მოახდენენ შეგროვილი მონაცემების ანალიზს,გაიაზრებენ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს საკვებად უვარგისი პროდუქტების მიღებას,დაამუშავებენ საინფორმაციო  ტექსტებს.

Saturday, April 29, 2017

ინტელის სასწავლო კურსის მე-3 დღე

დღეს მე ვიმუშავე პროექტის გეგმის შაბლონზე,კერძოდ,შევავსე შინაარსის,მიზნის და მიმართულების მიმცემი საკვანძო საკითხების გრაფები.

ჩემი ძლიერი მხარე იყო ტექნიკური სამუშაოს შესრულება.

ჩემი სუსტი მხარე იყო ზოგადი კითხვის მოფიქრება.

Sunday, April 23, 2017

ინტელის ტრენინგის მე-2 დღე

დღეს ვისწავლე ბუკლეტის ჩეკლისტის შედგენა,გავაკეთე ბროშურა და შექმნილი დოკუმენტები მოვათავსე ჩემს ფოლდერში არსებულ ფაილში "სასწავლო პროექტის დამხმარე".
ჩემი ძლიერი მხარე იყო ის , რომ დახმარების გარეშე შევძელი ბუკლეტის შედგენა.
ჩემი სუსტი მხარე იყო ის, რომ ინტერნეტში მუშაობის დროს დამჭირდა დახმარება.